ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხონის სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სალოტბარო სკოლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური სიმღერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი, ფოლკლორისტები დათო კახიძე და უჩა პატარიძე საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
უახლოეს დღეებში დაიწყება მოსწავლეების შერჩევა, 6 წლის ასაკიდან ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული გალობის მიმართულებით.
ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა
17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა. როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა...









