ხონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ხონის სამუსიკო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სალოტბარო სკოლა. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური სიმღერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი, ფოლკლორისტები დათო კახიძე და უჩა პატარიძე საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
უახლოეს დღეებში დაიწყება მოსწავლეების შერჩევა, 6 წლის ასაკიდან ხალხური სიმღერებისა და ტრადიციული გალობის მიმართულებით.
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტ პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი...










