21 დეკემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალაქ ხონში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდოამარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დაესწრებიან.
მისამართი: ხონის ყოფილი სამხედრო დასახლება.