მეგა ტვ-ის ინფორმაციით ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგის შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილი ამბრუნდა, ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარია ხონი-კონტუათის გზაზე მოხდა.
ქუთაისში ყვავილების მაღაზია გაქურდეს
ქუთაისში არასრულწლოვნება ყვავილების მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გუშინ ღამით ავტომშენებლის ქუჩაზე მოხდა. ,,წუხელ ჩვენი მაღაზია გაქურდეს. შემოგვამტვრიეს კარები, წაიღეს გამზადებული თაიგულები და წითელი ვარდები, დააზიანეს ინვენტარი სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ...










