ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამხატვრო სკოლას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მხატვრის დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა – ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
დავით კაკაბაძე 1889 წელს სოფელ დიდ კუხში დაიბადა. ის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ათეული წლებია აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.