ხმაური და დაპირსპირება იყო ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიის წინ. ერთმანეთს მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები პროტესტის მონაწილეებს საშუალებას არ აძლევდნენ ადგილზე სტიკეტები დაეკრათ, რასაც დაპირისპირება და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.
ცნობისთვის ქუთაისის მერიის წინ ცენტრალურ ბულვარში სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიიციის წარმომადგენლებს კარავი აქვთ გაშლილი, ისინი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებსა და ასევე არჩევების შედეგებს აპროტესტებენ.