ხმაური და დაპირისპირება ჩხოროწყუს მერიასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და მოსახლეობის ნაწილი შენობაში შესვლას ცდილობს. ისინი ბავშვების მიერ ტუალეტების მორეცხვის იძულებას აპროტესტებენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
აქტივისტები აცხადებენ, რომ მერი და ასევე, მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელი, სკოლის დირექტორთან ერთად, ვინც სკოლის მოსწავლეებს მერიის ტუალეტი ახეხინეს, უნდა გადადგნენ.