ხმაურია ბათუმის საკრებულოში, სადაც სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. შენობაში სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები, რომლებიც ბათუმის პლაჟზე სასტუმრო “ლე მერიდიანისთვის” დამატებითი მიწის (4 ათასი კვ/მ ფართი) გადაცემას აპროტესტებენ.
11:30 საათზე განიხილავენ ბულვარის პლაჟის საკითხს, მოდით ყველა ბათუმელი, არ დავუშვათ ჩვენი და ჩვენი შვილების, საჯაროსიკეთის მისაკუთრება. ეს ქალაქი ჩვენია! ზღვა და პლაჟი ყველა მოქალაქეს ეკუთვნის და დაუშვებელია შემოსაზღვრა! კმარა ჩვენი ქალაქის მიტაცება! – ნათქვამია აქტივისტების მიერ სხდომის დაწყებამდე გავრცელებულ განცხადებაში.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საშვთა ბიუროში მათთვის საშვებს არ უშვებენ, თუმცა რამდენიმე აქტივისტმა სხდომაზე ასვლა მაინც შეძლო.