ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ბეტონიზაცია დასრულებულია. ამიერიდან, ლეჩხუმისათვის მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილის, “ხვამლის მთის“ მონახულება, წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
პროექტის ფარგლებში 14-კილომეტრიანი გზა მოეწყო. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება ღირებულება 16 მილიონი ლარია.
„ხვამლის მთა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. თუმცა რთული რელიეფის გამო, ტურისტები ზამთარში მთაზე ასვლას ვერ ახერხებდნენ.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ ლეჩხუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზრდება. სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საფეხმავლო ბილიკებისა და გადმოსახედების მოწყობას“, – განუცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელს.