ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 37 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს, 5%-მა არ იცის, ხოლო 57% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 59 % აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 41% არ მიიღებდა.
რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 39 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 56 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.
ასაკობრივ ჭრილში 18-34 წლის ამომრჩევლების 59 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 34 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს. 35-54 წლის ამომრჩევლების 58 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.
ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 19 % -არც ერთ პარტიას, ენმ – 9% , უარი პასუხზე – 9%, “პატრიოტთა ალიანსი” – 4%, “ევროპული საქართველო” – 4%, სხვა პარტია – 9%. ამავე ამომრჩევლის 29 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.
კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.