პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხვალ დილიდან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაიწყებენ ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კარდაკარ სიარულს, რათა შესაძლო ინფიცირების შემთხვევები სწრაფად გამოავლინონ.
„ხვალ დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები და ყველა ვისაც ეს ეხება, დაიწყებენ კარდაკარ სიარულს იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინონ შესაძლო რისკის შემცველი მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები და შემდგომ სწრაფად მოხდეს მკურნალობა. ასევე დავალებული აქვთ, რეაგირება მოახდინონ მუნიციპალიტეტებში ოჯახების ნებისმიერ მოთხოვნილებაზე, ეს იქნება საკვები თუ მედიკამენტები”, – აღნიშნა გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრი კარანტინის რეჟიმში გადასვლის შესახებ გამოაცხადა.