ხვალ, 14 დეკემბერს, გელათის მონასტერში 13:00 საათზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე სამშვიდობო პარაკლისს გადაიხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
“ხრესილის დიდებულ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად და წმ. მეფე სოლომონ პირველისა და ბრძოლაში თავდადებულ მეომართა პატივსაცემად, გელათში 14 დეკემბერს 13 საათზე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გადაიხდის სამშვიდობო პარაკლისს, რომელსაც დაესწრება ქუთაისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, სასულიერო პირები და მრევლი.” – ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.