„ნაციონალურ მოძრაობას“ ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო და მოუწოდებდა, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებისთვის და მათ ეს პრინციპულად არ გააკეთეს. ჩვენ ვამბობდით, რომ მოუწევდათ ხელის მოწერა. მოუწიათ, მაგრამ გვიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელშეკრულება უკვე ანულირებულია და მასზე ხელის მოწერა ხალხისა და თავის გაბითურების მცდელობაა.
„ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა, რაც არ გამოუვა არცერთ პოლიტიკურ პარტია, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ამ ხელმოწერით რამეს მიაღწევენ და პიარულ სვლას გააკეთებენ, ეს არის არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაზე. პოლიტიკური ფარსია, რაც მათ ჩაიდინეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს აწერს.