აი ხელი რომ არაფერზე გაგვინძრევია ისე ვხდებით ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი წერს და “ვიზეარის” მიერ შექმნილ ახალ ავიაკომპანიაზე საუბრობს:
“წელს ეს ამბავი გადაიფარა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ Wizz air მა დააფუძნა შვილობილი ავიაკომპანია აზიაში, რომელიც ბაზირებული იქნება აბუდაბში (სხვათაშორის , ქართველი ბიჭია მენეჯერი, ამაზე ადრე მეწერა)..
მოკლედ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ..ქუთაისისთვის ეს ნიშნავს აზიის 5 მილიარდიან ბაზართან წვდომას , არ მოგეჩვენათ ასეა, 5 მილიარდიან ბაზართან გვექნება იაფი და პირდაპირი ფრენები ..

თანაც, ეს მარტო არ არის.. ევროპიდან წამოსული მგზავრები, ქუთაისში უნდა ჩამოფრიდნენ და შემდეგ უნდა გადაჯდნენ აზიის მიმართულებით, ანუ ჩვენგან დამოუკიდებლად, აი ხელი რომ არაფერზე გაგვინძრევია ისე ვხდებით ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი..

ჩაივლის კორონა და დიდ ნაბიჯებს გადაგამს ქუთაისი, ეს ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ დაიძრა
” – ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.