ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების მესამე რაუნდი დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით გაიმართება. პირველი ორი შეხვედრის მსგავსად, ოპოზიცია და ხელისუფლება დღესაც, მოლაპარაკებებს დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით გამართავს.
შეხვედრის მთავარი თემა დღესაც საარჩევნო სისტემა იქნება.
შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ 12:00 საათზე დაიწყება.