LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღება სანიტარულ ჭრას ემსახუბა – რას პასუხობენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გოგი წულაიას

დაპოსტა 2020/03/09-ში
112
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის დროს, საჭირო გახდა რამდენიმე ძირი ხის ბუნებრივი გარემოდან ამოღება, რაც ემსახურება ტყის სანიტარულ გამოხშირვასა და განახლებას – ამის შესახებ, გოგი წულაიას ბრიფინგის საპასუხოდ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინფორმაციას  ვებ-გვერდზე ავრცელებს.

“ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსის მშენებლობა 150 ჰექტარ მიწაზე ხორციელდება.  ტერიტორიაზე გაშენებულია ტყის მასივი, რომლის სანიტარული გამოხშირვა და განახლება წლებია უკვე არ განხორციელებულა. სამშენებლო  პროცესების პარალელურად, ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის დროს, საჭირო გახდა რამდენიმე ძირი ხის ბუნებრივი გარემოდან ამოღება, რაც ემსახურება ტყის სანიტარულ გამოხშირვასა და განახლებას. ამასთან ერთად,  კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა ახალი ნარგავები და მრავალი ხის ნერგი დაირგო უნივერსიტეტის  ტერიტორიაზე.

ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხოციელებულა.

მსგავსი პროექტების განხორციელების დროს, არა მარტო საქართველოში, არამედ, ზოგადად, მთელ მსოფლიოში, გვაქვს გარემოება, როდესაც აუცილებელია გარკვეული მწვანე საფარის (ხეების, ბუჩქების) ბუნებრივი გარემოდან ამოღება. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს,  ტყის სანიტარული გამოხშირვაც. აღნიშნული აუცილებლობის დროს, უნივერსიტეტიც და მშენებელიც მკაცრად იცავენ ქვეყნებში მოქმედ შესაბამის კანონმდებლობას. განსხვავება არც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიას  ეხება. ყოველი ხე და სხვა მწვანე საფარი, რომლის ბუნებრივი გარემოდან ამოღების აუცილებლობაც დგება, ან შეიძლება დადგეს სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას, კანონის შესაბამისად და სპეციალური ნებართვის მიღების შედეგად ხორციელდება. ბუნებრივი გარემოდან ამოღებულ თითოეულ ხეზე კი, თუკი ამის გარდაუვალი საჭიროება დადგა (იგივე ტყის სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე), გათვალისწინებულია საკომპენსაციო მოსაკრებელი, როგორც მონეტარულად, ასევე ახალი ნერგების დარგვით, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კანონის სრული დაცვით ახორციელებს.
შესაბამისი წესით დადგენილი ნებართვა კი, რომლითაც უნივერსიტეტიც ხელმძღვანელობს ითვალისწინებს ყველა დაზიანებულ, ბუნებრივი გარემოდან ამოსაღებ ხეზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნებართვის ქონას. თუ კი რაიმე მიზეზით ხდება დაზიანებული ხეების გამოხშირვა, სანაცვლოდ ხორციელდება ახალი ნერგების შეტანა და დარგვა გამწვანებულ ზოლში.

ნიშანდობლივია ასევე ის, რომ ადგილი, სადაც მიმდინარეობს უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობა არის ჭაობიანია და მშენებლობის დაწყებამდე აღმოჩნდა,რომ მრავალი ხე დაავადებული ან გამხმარი იყო ჭარბტენიანობის გამო. ამ ეტაპზე, სამშენებლო პროცესების პარალეულარად, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემების დამონტაჟება, რაც ხელს შეუწყობს ტყის შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას.” – ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს დილით პარტია “თავისუფალი საქრთველოს” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში ხეების ჩეხვის შესახებ  ბრიფინგი გამართა.

https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/2261589820801788/

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

დეკემბერი 15, 2025
81
მთავარი

არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს სოციალურ ქსელში. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელიც პატრიარქის ხელმოწერით ვრცელდება, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის...

დაწვრილებითDetails

დეკემბერი 15, 2025
12
მთავარი

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისში — ამჯერად არა როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ), არამედ როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა ვაჭარაძეა, რომელიც მანამდე მუშაობდა საგარეო...

დაწვრილებითDetails

მარტივი რიტუალი, რომ ახალი წლის ღამით საბედო დაგესიზმროთ

დეკემბერი 15, 2025
37
მთავარი

ასტროლოგი ახალ წლის ღამეს შესასრულებელ მარტივ რიტუალს გვიზიარებს, რომელიც, ადამიანს დაეხმარება მომავალი ცხოვრების თანამგზავრის დასიზმრებაში. რიტუალი ასეთია: საჭიროა ნებისმიერი ბეჭდის გაკეთება მარჯვენა ხელის არათითზე, იმ თითზე, რომელზეც ქორწინების ბეჭედს ატარებენ....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 15, 2025
180
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2026 წელს სუფთა ფურცლიდან დაიწყება

დეკემბერი 15, 2025
190
მთავარი

წითელი ცეცხლოვანი ცხენის წელი არაერთ სიახლესა და ცვლილებას გვპირდება. ბევრი ადამიანისათვის ეს წარსულის საბოლოოდ ჩამოშორებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების პერიოდი იქნება, ზოგიერთს კი მოუწევს, სხვადასხვა გამოცდა გადალახოს და პიროვნულ განვითარებაზე...

დაწვრილებითDetails

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის ახალი მიმართულება დაემატა

დეკემბერი 15, 2025
14
მთავარი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიამ Scat Airlines ყაზახეთის ქალაქ შიმქენთიდან პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. აღნიშნული მიმართულებით ავიარეისები რეგულარული იქნება და კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება. 15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო...

დაწვრილებითDetails

“ფინანსური სარგებელი” – როგორი იქნება 15-21 დეკემბრის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დეკემბერი 15, 2025
69
მთავარი

კვირა მზისა და სატურნის დაძაბული კვადრატურით დაიწყება. ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაბრკოლებებით ხასიათდება, წარმატებას მოუტანს იმ ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობების აღების არ ეშინიათ და საკუთარ მიზნებს ნაბიჯ-ნაბიჯ, გააზრებულად მიჰყვებიან....

დაწვრილებითDetails

განახლებული ვალუტის კურსი 16 დეკემბრისთვის

დეკემბერი 15, 2025
57
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6981 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6985 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004...

დაწვრილებითDetails

” საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას” – მიხეილ ყაველაშვილი

დეკემბერი 15, 2025
28
მთავარი

მიხეილ ყაველაშვილმა სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლა დაგმო, რომელსაც უკანასკნელი ინფორმაციით, 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მან ხანუქას დღესასწაულზე მომხდარ სროლას ტერორისტული თავდასხმა უწოდა და მსხვერპლთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „საქართველო მკაცრად გმობს...

დაწვრილებითDetails

ავარია ზუგდიდი-ანაკლიის მაგისტრალზე

დეკემბერი 15, 2025
607
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ მაგისტრალზე -  სოფელ ახალკახათთან მანქანა გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა გოგოა დაშავებული. "პირელების" ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».