„მთავარი არხის“ ინფორმაციით ხაშური-სურამის ეპარქიის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა ახალგაზრდა ქალი გააუპატიურა.
მათივე ინფორმაციით, მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მამაომ ტაძარი იძულებით დატოვა, მიზეზი კი გოგონასთან ურთიერთობაა, რის შემდეგაც ის დაორსულდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ორსული ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ფსიქიკური პრობლემები აქვს.
სასულიერო პირი ამ დროისთვის მიმალულია. ის საცხოვრებელ სახლში თვეზე მეტია არ მისულა. მღვდელს არ უნახავს მეუღლე და ცხრა შვილი.
მეზობლების თქმით, მათ არ სჯერათ, რომ მამაოს ამის გაკეთება შეეძლო.
„რომც დაგვენახა არ დავიჯერებდით, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი მაგ ოჯახზე და ტყუილი მგონია“, – ამბობს მეზობელი.