LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

დაპოსტა 2020/04/13-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

როგორც მთავრბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეპიდემიოლოგებისა და სამედიცინო სფეროს პროფესიონალთა რეკომენდაციით, უნდა იყოს მიღებული ეფექტური ზომები ვირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდის თავიდან ასაცილებლად, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა, დადგეს აკრძალვების რამდენიმე თვით გახანგრძლივების აუცილებლობა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა და მათი დატვირთვის დონე, ასევე – თავისუფალი საწოლების რაოდენობა და სამედიცინო პერსონალის მზადყოფნის ხარისხი. კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამოვლენისა და მართვის სისტემის ეფექტურობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ სხდომაზე წარადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორ უნდა გაიზარდოს სერვისის ხარისხი ბრძოლის წინა ხაზებზე – 112-ის ოჯახის ექიმის მომსახურების კუთხით, „ცხელების კლინიკებსა“ და სტაციონარებში.

აქტიურად გაკონტროლდება სამედიცინო პერსონალის ტრენინგების ეფექტურობა და უწყვეტობა. ამასთან, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება კლინიკების მონიტორინგი პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით. პროცესი მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ოპერაციულ შტაბთან სრულ კოორდინაციაში განხორციელდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონიტორინგის შედეგებზე მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც ასევე სისტემატურად გადამოწმდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, იმპორტი დივერსიფიცირებულია და სასურსათო პროდუქციის შემოტანა უპრობლემოდ გაგრძელდება.

აღინიშნა, რომ რეგიონებში, მათ შორის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, აქტიურად გრძელდება კონტროლი, მათ შორის მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ეპიდემიოლოგიური ვითარების განვითარების შესაბამისად, შესაძლოა, საბჭომ ზომები დამატებით გაამკაცროს.

ვიდეოკონფერენციისას განხილული იყო საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესი იმ საწარმოებში, რომლებიც ფუნქციონირებას განაგრძობენ ან შესაბამისი განაცხადით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინსპექტირება გრძელდება და ყველა კომპანიას, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის გაგრძელების უფლება ეძლევა.

შრომის უსაფრთხოების წესების დანერგვა მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზე, რომელთა გახსნაზე გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მონიტორინგის შედეგად მიიღება.

ამასთან, გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამ მიზნით, დაინიშნა ორი ახალი რეისი, 30 აპრილს – მადრიდი-თბილისი, ხოლო 2 მაისს – პრაღა-თბილისი, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. სპეციალური რეისები ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 67 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს.

საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

როგორ გადაურჩა მდინარე ცხენისწყალს-რას ყვება 6 წლის დანი

by მეგა TV
ივნისი 11, 2025
0
მარტვილში, ცხენისწყლის მიმდებარედ გაუჩინარებული ბავშვი მაშველებმა იპოვეს
მთავარი

ადგილობრივები ყვებიან , რომ  6 წლის დი  წუხელ მდინარე ცხენისწყალის მიმდებარედ  გაუჩინარდა და სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახური ჩაერთო. 5 საათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბავშვი იპოვეს. როგორც ბავშვის ნაამბობიდან  გაირკვა,პატარა დანიელმა...

დაწვრილებითDetails

კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად, გამოკითხვაზე მყოფი პირის გადარჩენა ვერ შეძლეს

by მეგა TV
ივნისი 11, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გამოკითხვაზე მყოფი პირი,  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში შეუძლოდ გახდა, იგი კლინიკაში  დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გარდაიცვალა – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა: ,,დაპირისპირება 7 ივნისს, ერთ-ერთ რესტორანთან მოხდა,...

დაწვრილებითDetails

დღეს ლომისობაა, გილოცავთ!

by მეგა TV
ივნისი 11, 2025
0
დღეს ლომისობაა, გილოცავთ!
მთავარი

ლომისობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია ქართველებისთვის. იგი სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება და უამრავი ადამიანი ზეიმობს. ლომისობის  ლეგენდა მოგვითხრობს: თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ჯალალ-ედ-დინმა ჩვენი ქვეყანა ააოხრა. არაგვის ხეობიდან 7000 არაგველი ტყვედ...

დაწვრილებითDetails

ელენე ხოშტარია: ,,ძებნამ შედეგი გამოიღო”

by მეგა TV
ივნისი 11, 2025
0
ოჯახი გიორგი ხოშტარიას ეძებს
მთავარი

ახლობლები გიორგი ხოშტარიას ეძებდნენ. რამდენილე წუთის წინ ელენე ხოშტარიამ სტატუსი გამოაქვეყნა: ,,საბედნიეროდ იპოვეს გიორგი, ძებნამ შედეგი გამოიღო უდიდესი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და დახმარებისთვის"-წერს ელენე ხოშტარია. როგორც ელენე წერდა, გიორგი ელენე...

დაწვრილებითDetails

მარტვილში, ცხენისწყლის მიმდებარედ გაუჩინარებული ბავშვი მაშველებმა იპოვეს

by მეგა TV
ივნისი 11, 2025
0
მარტვილში, ცხენისწყლის მიმდებარედ გაუჩინარებული ბავშვი მაშველებმა იპოვეს
მთავარი

მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრში, 6 წლის ბავშვი,  მაშველებმა ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.  ინფორმაციას სამაშველო სამსახური ავრცელებს: ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ,...

დაწვრილებითDetails

ნებილეტი – პრეპარატი თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის

by მეგა TV
ივნისი 10, 2025
0
ნებილეტი – პრეპარატი თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის
მედიცინა

გულის უკმარისობა ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომლის დიაგნოზიც (ჯანმოს მონაცემებით) მსოფლიოს მასშტაბით 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი. დაავადება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ამიტომ პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული ბანკების SWIFT-იდან გათიშვას განიხილავს

by თამარა ქავთარაძე
მაისი 24, 2025
0
ევროკავშირი რუსული ბანკების  SWIFT-იდან გათიშვას განიხილავს
მთავარი

ევროკავშირი 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშვას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის ფარგლებში 20-ზე მეტი რუსული...

დაწვრილებითDetails

დღეს ბალახვნელობა აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მაისი 24, 2025
0
დღეს ბალახვნელობა აღინიშნება
მთავარი

  სახელწოდება ბალახვანი, სიტყვისგან "ბალახოვანი" - მოდის და მდებარეობას, ბალახოვან ადგილს უკავშირდება. ბალახვანში თითქმის ყველა სახლი ხისგან შენდებოდა, ხოლო გადახურვისთვის, ძირითად შემთხვევაში ყავარს, ანუ ე.წ. გამოხდილ ფიცრებს იყენებდნენ. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

by თამარა ქავთარაძე
მაისი 24, 2025
0
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის  შემეცნებითი ტური ჩატარდა
მთავარი

იმერეთის რეგიონში მდებარე, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ საირმეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად სტუმრობდნენ. საშუალო და უფროსკლასელების, სულ 35 მოზარდის მასპინძელი „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ იყო. მოსწავლეებმა წინასწარ სპეციალურად მონიშნული...

დაწვრილებითDetails

“უთხრეს რომ საქმე უნდა დაეხურათ რადგან მკვლელი არის 13 წლის”- ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

by თამარა ქავთარაძე
მაისი 23, 2025
0
“უთხრეს რომ საქმე უნდა დაეხურათ რადგან მკვლელი არის 13 წლის”- ავარიას 31 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
მთავარი

10 მა­ისს გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­პედს შე­ე­ჯა­ხა. და­ი­ღუ­პა კუ­რი­ე­რი, რო­მე­ლიც მო­პედს მარ­თავ­და. დღეს შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელმა, და უთხრეს რომ საქმე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"