ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის თემში მცხოვრებ 47 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. აქცია “ქართული ოცნების“, სოფელ ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის იამზე პაქსაშვილის ინიციატივით და ჩინური კომპანია “ფ3”-ის ქველმოქმედებით და თანადგომით განხორციელდა. საქველმოქმედო აქციაში ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ მიიღო მონაწილეობა. “როგორც იცით, რეგიონის მასშტაბით ხორციელდება მსგავსი დახმარებები და არც ხარაგაულია რა თქმა უნდა, გამონაკლისი, დღეს საკვები პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულ და 4-მრავალშვილიან ოჯახს გადავეცით. ასეთი აქციები გაგრძელდება და არავინ დარჩება უყურადღებოდ, ვისაც დახმარება სჭირდება. მთავარია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. დიდი მადლობა ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მანანა ბარბაქაძემ.
“დრონების აფრენას რა უდგას წინ?”- სვანეთში 5 დღეა ახალგაზრდებს ეძებენ
სვანეთის ტყეებში დაკარგულ ახალგაზრდებს გოგიტა ფარჯიანს და გიორგი გვიჩიანს მეხუთე დღეა ეძებენ. როგორც დაკარგულების ახლობლები წერენ, მეხუთე დღეა, რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი უშედეგოდ ეძებს ორ ახალგაზრდას, თუმცა ამ დრომდე სამაშველო ვერტმფრენი...