ქუთაისში ვერიკო ანჯაფარიძისა და ბესიკ გაბაშვილის სკვერების დაკავშირებელი საბაგიროს კაბინები აქამდე წიტელ და ყვითელ ფერში იყო, ახლა კი ორივე წითელი ფერისაა.
როგორც გორის პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე აცხადებს საბაგიროზე ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. მისი თქმით ფილმი ქართულ-გერმანული კოლაბორაციაა და გადაღებებს კომპანია “შუქურა” აწარმოებს.
როგორც კახა კუხიანიძე ამბობს ყვითელი საბაგირო გადაღებების პროცესში ხან თვითმფრინავია და ხან რაკეტა. მისი თქმით გადაღებები ხვალ დასრულდება.