ხანძრის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი. დაღუპულთა შორის ერთი მოხალისე მეხანძრეა. 38 წლის კაცს, დედაქალაქის გარეუბანში, ელექტროგადამცემი ბოძი დაეცა. მეორე დაღუპული კი ათენის სავაჭრო პალატის პრეზიდენტია.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხანძრის 154 კერას ებრძვიან. ვითარებას ართულებს მაღალი ტემპერატურაც. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე, ერთი კვირის განმავლობაში, ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებდა. არაპროგნოზირებადი ქარის გამო, ყველაზე დიდი ხანძრები ათენის ჩრდილოეთით მძვინვარებს. ხანძრებია კუნძულ ევიასა და ოლიმპიური თამაშების სამშობლოში – ოლიმპიაშიც.