ტელეკომპანია ”მეგა ტვ”-ს ნიუს რუმს უკვე თითქმის ორი კვირაა ყველაზე ანდერგრაუნდ ლიმონი ამშვენებს, რომელსაც თავისივე განსაკუთრებული ისტორია აქვს.
მას ოფიციალურად ხანოს ლიმონი ჰქვია და ერთგვარ თილისმას წარმოადგენს.
ეს სიყვითლის ფოიერვერკი არტ ატრიბუტად მას შემდეგ იქცა, რაც ქუთაისს ”არაელიტარული საღამოს” ფარგლეში თბილისიდან ჯგუფები ”ბუტაფრია” და ”მინდა და ვთხრი” ეწვივნენ.
სწორედ ”ბუტაფორიას” ბასისტმა ხანომ (ირაკლი გოგიშვილი) ”მეგა ტვ”-ში სტუმრობის დროს ლიმონი გვისახსოვრა.
მას შემდეგ ყველაზე ანდერგრაუნდ ხანოს ლიმონი ჩვენი სამუშაო სივრცის უცვლელი ატრიბუტია.