კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ ერთმა ხანდაზმულმა წყვილმა გაიკეთა.
89 წლის სულიკო ზედგინიძე და 86 წლის დარიკო ცისკარაძე “ფაიზერის” ვაქცინით აიცრნენ.
წყვილმა კოვიდვაქცინა ახალციხის ევექსის ჰისპიტალში გაიკეთა.
ისინი სრულად ვაქცინირებულები არიან და როგორც ამბობენ, როგორც პირველი, ასევე მეორე დოზის გაკეთების დროს, გვერდითი ეფექტები არ ჰქონიათ და თავს კარგად გრძნობენ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 518-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრა გაკეთდა.
ერთი დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 28.8%;
სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 15.3%.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა. 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.