“არ დამტბორო”, “დიდი ჰესები უნდა აიკრძალოს” – ამ მოწოდებებით სოფელ ნამოხავანში აქცია გაიმართა.
“რიონის ხეობის გადარჩენისთვის”-საინიციატივო ჯგუფის წევრები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებთან ერთად იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ჰესის კასკადის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. “მეგა ტვ”-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა და გთავაზობთ მასალას, რომელიც ნამოხვანშია გადაღებული.









