,,ხელოვნების მუზუმის თაობაზე უნდა ვიცოდეთ:
1. მასში დაუნჯებული ეროვნული საგანძური შეუფასებელი ღირებულებისაა (სულიერი, ისტორიული, მხატვრული და სხვა).
2. საგანძურის ნებისმიერი ფორმით გადატანა, გაყოფა, გადაადვილება – უნდა ექვემდებარებოდეს წინასწარ შემუშავებულ, დეტალებში გააზრებულ გეგმას, რომელიც უნდა იყოს მრავალმხრივ განხილული წონადი უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისა და საზოგადოების მხრიდან. თითოეული ნივთის შესახებ საჭიროა კვალიფიციური კონსერვატორის დასკვნა სიძველის მდგომარეობის, მიმდინარე პროცესის, შესაძლო გადაადგილებისას არსებული რისკების თაობაზე.
3. საჭიროა მოძრავ ძეგლთა საკონსერვაციო მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიდრე მას ვინმე ახლებს ხელს. ასეთი ნივთები ბევრია და დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს.
4. ზედმიწევნით შეწავლილი და მომზადებული უნდა იყოს ის შენობა, სივრცე და სივრცეები – სადაც გადავა ექსპონატები. “შუალედური” გადატანები უნდა დავიდეს მინიმუმამდე, სასურველია სიძველეები ყველა შესაბამისი წესის დაცვით (მაგ. საკონსერვაციო “დასვენების” ჩათვლით) დაუნჯდეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ პირობებში (მხოლოდ ეს პირობები ითხოვს მილიონობით ლარს, თანამედროვე ტექნოლოგიების უზრუნველყოფის და ნივთებთან შესაბამისობისთვის) .
4. ხელოვნების მუზეუმის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იგი უპირობოდ უნდა შენარჩუნდეს. მისი “მძიმე მდგომარეობის გამო დანგრევა” სპეკულაციაა. შენობა გამაგრებადია.
5. ხელმეორედ განხილულ უნდა იყოს მუზეუმის მიმდებარე ქუჩის კონცეფცია, აქაურობის ცუდი “სიურპრიზებისგან” დასაცავად.
ძირითადი ჯერჯერობით ესაა.
ნ.ვ.”- წერს სოციალურ ქსელში კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი და იქვე, კომენტარებში ამატებს:
,,ჭორად დადის ხმა, რომ 5 აგვისტომდე აპირებენ ექსპონატების სადღაც გადატანას.”