ჭიათურის დარკვეთი მაღაროზე საწარმო უბედურ შემთხვევა მოხდა, რასაც 26 წლის მებაგირე, გაგა ბოჭორიშვილი ლემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შემთხვევა 22:00 საათზე მოხდა.
მიმდინარე მომენტში შემთხვევის ლოკაციაზე იმყოფებიან პროფკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც დეტალების დაზუსტებას ცდილობენ.
საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და შრომით კოლექტივს.