ჭიათურაში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ნესტან მიხელიძის ოჯახი პასუხისმგებლობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აკისრებს. მათი თქმით, პირველ გამოძახებაზე სასწრაფომ ავადმყოფი კლინიკაში არ გადაიყვანა, რის გამოც მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში დაგვიანებით შევიდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით კი, პირველ გამოძახებაზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გადაყვანას არ საჭიროებდა და არც მოუთხოვია. მათივე განმარტებით, 7 იანვარს, გამთენიისას, კვლავ იქნა სასწრაფო დახმარება გამოძახებული, პაციენტი მდგომარეობა არც მაშინ ყოფილა მნიშვნელოვნად გაუარესებული, თუმცა შეთავაზებული იყო ჰოსპიტალიზაცია. შედეგად, პაციენტი გადაიყვანეს კლინიკაში.
როგორც ჭიათურის კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მათთან 7 იანვარს შეიყვანეს და შეყვანიდან საათნახევარში გარდაიცვალა.