ჭიათურაში, სოფელ ითხვისის მაღაროში მამაკაცი გარდაიცვალა – ინფორლაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ მაღაროელი სამუშაო პროცესში დაიღუპა.
“ვარაუდობენ, რომ თრომბის შედეგად გარდაიცვალა. თუ რა მოხდა ზუსტად ექსპერტიზა დაადგენს, რომლის პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის”, – ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.
მაღაროში უბედური შემთხვევა ხუთი დღის წინ მოხდა.
57 წლის მერაბ მუმლაძე მაღაროში წლების განმავლობაში მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
kutaisipost.ge