ჭიათურაში ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა.
სოკარ ჯორჯია გაზის ჭიათურის სერვისცენტრის მენეჯერმა გაიოზ ერაძემ ,,იმერვიზიას,, განუცხადა, რომ
ნიკოპოლის ქუჩაზე მშენებლებმა ცენტრალური გაზსადენის მილი დააზიანეს. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქუჩებს, ასევე იაშვილისა და თხელიძის ქუჩებს.
ბუნებრივი აირი არ მიეწოდება სოფლებს: რგანი, ნავარძეთი, ბუნიკაური, სარქველეთუბანი, ზედა რგანი. დაზიანებული გაზსადენის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ჭიათურის სერვისცენტრის ინფორმაციით ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს 20 საათისთვის აღდგება. სოკარჯორჯია გაზის მენეჯმენტი მოსახლეობას თხოვს ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ- ინფორმაციას ”იმერვიზია” ავრცელებს