თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
„ორმა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, ერთი ბავშვი მშობლებმა კლინიკაში გადაიყვანეს“,-განაცხადეს უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.