წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინაააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გრძელდება.
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტორტუარები, ცივი ტბისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები მოირეცხა.
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები პერმანენტულად განხორციელდება, მისივე თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების შესრულებისთვის ყველაფერი გაკეთდება.
სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდა.
სამუშაობის ჩატარება სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს