წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82 მოქალაქემ დატოვა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ. 82-ვე მოქალაქემ საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა. ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება. 82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ.
ვალუტას განახლებული კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7215 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7227 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012...