წყალტუბოს საკარანტინო ზონა დღეს 82 მოქალაქემ დატოვა. დილიდან ადგილზე იმყოფებოდნენ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომლებიც მოქალაქეები პირადად გააცილეს და პირადი ნივთების გადატანაში დაეხმარნენ. 82-ვე მოქალაქემ საკარანტინო ზონის დატოვებამდე შემოწმება კიდევ ერთხელ გაიარეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 82 ადამიანი სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა. ამ დროისთვის წყალტუბოს საკარანტინო ზონაში 14-დღიანი ვადის გასვლას კიდევ რამდენიმე ათეული მოქალაქე ელოდება. 82 მოქალაქე, რომელმაც დღეს კარანტინის ვადა დაასრულა, იტალიიდან, კერძოდ რომიდან საქართველოში 10 მარტს სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არიან. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ისინი პრევენციის მიზნით 14-დღიან კარანტინში გადავიდნენ.
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - ოფიციალური ინფორმაცია ამის...









