წინასწარი ვერსიით, თბილისში, ორი ახალგაზრდას გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირება გახდა.
- არსებული ინფორმაციით, 23 წლის ბიჭის და 21 წლის გოგოს ძებნა ოჯახმა და მეგობრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისინი გარკვეული პერიოდი კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.
ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო პოლიციაც. ახალგაზრდები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში სწორედ მეგობრებმა იპოვეს. ორივეს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილები არიან.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.