ბოლო წლებში, არჩევნებში სახელისუფლო პარტიის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიგნება სისხლიანი ბანერები აღმოჩნდა.
აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მმართველი პარტიის ნაცადი მეთოდია და მას, როგორც ამბობენ, კრიტიკულ ეტაპზე მიმართავდა.
სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ გადააკრეს ,,სისხლიანი ბანერები” კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დამზადებულ ბანერს.
ფოტო თითქმის მთლიანად იმეორებს წინა არჩევნების პათოსს განსხვავება, მხოლოდ ისაა, რომ მასზე ახალი პერსონა, ყოფილი თანაგუნდელი, გახარიაც დაიტანეს და გამოჩნდა სიტყვა-,,ღალატი”.
2 ოქტომბერი გასცემს პასუხს მთავარ კითხვას -ბანერის ცვლილებასთან ერთად შეიცვალა თუ არა ამომრჩევლის პოლიტიკური განწყობა და გემოვნება და რა არის მთავარი-ფორმა , თუ შინაარსი.