მთავრობის ახალი დადგენილებით, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებების, მაგალითად: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვა, ასევე, მასობრივი გასართობი ღონისძიებისთვის ფართის გაცემა/დათმობა იკრძალება.
მთავრობის ინფორმაციით, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული მოთხოვნების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, უფლებამოსილია, დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე.