LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და ტყის პირას დამარხეს-სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

დაპოსტა 2023/05/26-ში
A A
450
ნახვა
გაზიარება
რა ხდებოდა სახლში, საიდანაც 20 წლის ბიჭის კვალი დაიკარგა, შემდეგ კი ის დამარხული იპოვეს .
სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები – “კურიერი” იმ პირის ბაბუას ესაუბრა, ვის სახლშიც 4 ახალგაზრდა დასასვენებლად იმყოფებოდა.

ბაბუა ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ლონდონში სწავლობდა და საქართველოში თავის მეგობარ გოგონასთან და 4 სხვა მეგობართან ერთად, დასასვენებლად 5 დღით ჩამოვიდა.

როგორც ბაბუა ამბობს, მან ახალგაზრდებს სუფრა გაუშალა და საღამოს მარტო დატოვა. დილით კი შეამჩნია, რომ ახალგაზრდებს 1 ადამიანი აკლდათ. ჩამოსვლიდან 3 დღის შემდეგ კი, მისმა შვილიშვილმა საქართველო დატოვა და კვლავ ლონდონში დაბრუნდა.

როდესაც ახალგაზრდა ბიჭის გაუჩინარების შესახებ მისმა მშობლებმა შეიტყვეს, პოლიციაში განაცხადეს. ბიჭებმა, რომლებიც ბათუმიდან იყვნენ პოლიციას უთხრეს, რომ მათმა დაკარგულმა მეგობარმა წასვლა მოისურვა და ის წითელი ტაქსით გააცილეს.

სწორედ ამის შემდეგ, ბიჭის კვალი ქრება, შემდეგ კი დაკარგულ ბიჭს გარდაცვლილს და დამარხულს პოულობენ.

როგორც ბაბუა ჰყვება, გარდაცვლილი და მისი შვილიშვილი მეგობრები და კლასელები იყვნენ. ასევე, ბაბუის განცხადებით, სახლში კონფლიქტი არ ყოფილა და პირიქით, ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ.

სოფელ ლეღვაში 20 წლის ბიჭი მოკლეს. სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს. განცხადება გაავრცელა შსს-მაც – უწყების ცნობით, საქმეზე სამი პირი დააკავეს, ერთს კი დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი, რადგან მან ქვეყანა დატოვა.

წყარო: RUSTAVI 2

 

პოლიციამ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 22 მაისს შემოვიდა შეტყობინება, 2003 წელს დაბადებული გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გ.ა. მეგობრებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეგობრის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გ.ა.-ს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.
გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის ჩამდენმა პირმა, 2003 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, 19 მაისს, გ.ა.-ს გაუჩინარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინების შესვლამდე, ქვეყანა დატოვა.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ პირს, მკვლელობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.
თეგები: მკვლელობაქობულეთში მომხდარი მკვლელობა
გაზიარება180

დაკავშირებული -პოსტები

საქორგგაზი ქუთაისში მომხდარ აფეტქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
ყველა სიახლე

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას „საქორგგაზი“ ეხმაურება. კომპანიის განცხადებით, ოქტომბერში ჩატარებული გეგმიური შემოწმებისას ბინაში არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი აღმოაჩინეს, რომელიც გაზის ქსელიდან ჩახსნეს და დალუქეს. კომპანიის განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
აფეთქება ქუთაისში – ევაკუირებულია მოსახლეობა
მთავარი

ქუთაისში, 5-სართულიანი კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა  - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ცნობილია, რომ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია - ოფიციალური ინფორმაცია ამის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა
მთავარი

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში აფეთქება მოხდა. 5-სართულიანი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და პოლიცია. "საშინელი აფეთქების ხმა იყო და საშინელი გაზის სუნია ყველგან. გაზი ჟონავდა და აფეთქდა! ეს არის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

21 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +16 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

21 ნოემბერი მთავარანგელოზობაა. კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის:...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
გარდაიცვალა „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე
მთავარი

76 წლის ასაკში „დინამო თბილისის“ „ოქროს თაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა მაჩაიძე გარდაიცვალა, – ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. გოჩა მაჩაიძე 1950 წლის 21 ივნისს ამბროლაურში დაიბადა. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე....

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

“დიდია ჩვენი მწუხარება, განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა” – პატრიარქი

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
„მინდა გადმოგცეთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევა …“ – მეუფე შიო
მთავარი

საპატრიარქო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, სრულიად საქართველოს. შიო მესამე წერილში აღნიშნავს, რომ ტკივილის შესამსუბუქებლად...

დაწვრილებითDetails

” კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა” – თენგიზ შარმანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"