უკრაინა საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, უკრაინელი ხალხი ქვეყნიდან არ უნდა მიდიოდეს სამსახურის საძებნელად, – ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან საუბარში განაცხადა.
„ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია. წარმოებები გამოდის ჩინეთიდან, ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ. უკრაინაში დავაბრუნებთ მუშახელს. ეს ხალხი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ პრემიერ-მინისტრთან ერთად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გუნდს, მსურს დავეხმარო, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, არა მხოლოდ იმიტომ რომ თავი დავაღწიოთ კრიზისის უკიდურეს შედეგებს, არამედ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან უფრო ძლიერი სახელმწიფოთი“,-აღნიშნა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ლიდერმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხები ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.