აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NASA) გამოაცხადა, რომ 29 აგვისტოს დედამიწას ასტეროიდი 2021 PT მოუახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.
NASA-ს მონაცემებით, ასტეროიდის დიამეტრი 110-დან 240 მეტრამდეა .
ციური სხეული დედამიწას მაქსიმალურად კვირას, 29 აგვისტოს მოუახლოვდება.
ასტეროიდის სიჩქარე საათში დაახლოებით 25,700 კმ-ია. ამჟამად, მანძილი მისგან ჩვენს პლანეტამდე 4.8 მილიონ კილომეტრს შეადგენს.
NASA-მ აღნიშნა, რომ ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.