საქართველოს კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის!
საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს!
ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს.
ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!”, – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა.