სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვეტერანების მიმართვას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადი აზრი კი ისაა, რომ შენი სამშობლოს შვილებისადმი (თუნდაც უძღები) განხორციელებული ძალადობა, სიკეთის სახელითაც კი, ქრისტიანული ვერ იქნება.
,,წეღან მოვისმინე – ვეტერანებს, არ ვიცი რა ჯგუფს, მიმართვა გამოუქვეყნებიათ – ახალგაზრდებს აშინებენო – ჭკუით იყავით თორემ თქვენს ფერად თმებს ჰაერში მიმოფანტულს ვნახავთო. ეგენი რას ფიქრობენ, რომ ხელისუფლებას გამოესარჩლენ? არა დააზიანეს!
რამდენი ასეთი დაზიანება თვითდაზიანების აქტს გაუძლებს სახელმწიფო? სამშობლო – ქვეყანა რომ გაუძლებს ეგ ვიცი – მურვან ყრუს გაუძლო და სტალინსაც კი. ბარემ აქვე ვიტყვი – თანამედოვე ქართველ კაცებზე (უმეტესობას ვგულისხმობ) უფრო კომფორმისტი, კონიუქტურის მიმდევარი, დამფრთხალი, დაჩაჩანაკებუკი, მენტალურად გახრწნილი არსება ძნელად წარმოსადგენია. აქ მნიშვნელობა არ აქვს მათ პოლიტიკურ სიმპატიებს – რადგან რეალურად არც გააჩნიათ. ის რასაც სიმპათიით ფუთავენ ჩათლახობა და პირადი კომფორტის ზონის ფორმირებაა. როგორ არ მინდა ახალგაზრდები წლების შემდეგ მათ დაემგვანონ.
წაგებული ომების ვეტერანები “ფერადი თმების” წინააღმდეგ. ვაი, სირცხვილო?”-წერს გოჩა მირცხულავა