ძაღლი 4 წლის მანძილზე ქუჩაში დაკარგულ პატრონს ელოდა. ტაილანდში “ბონბონის” ისტორიამ არაერთ ადამიანს აუჩუყა გული. ყველაფერი 2015 წელს მოხდა, როცა ძაღლის ოჯახმა ნათესავთან სტუმრობა განიზრახეს, დამღლელი მგზავრობის დროს მცირე შესვენება გადაწყვიტეს და მალევე გზას გაუდგნენ ,თუმცა აღმოაჩინეს რომ ძაღლი მანქანაში აღარ იყო. დამწუხრებულები უკან დაბრუნდნენ ,მაგრამ ამაოდ “ბონბონი” ვერსად ვერ იპოვეს. ყოველ დღე 4 წლის მანძილზე 1.460 დღე ძაღლი ქუჩაში იცდიდა ,იმ იმედით რომ პატრონი მას მოაკითხავდა. ქალბატონი კი,რომელიც იქვე ცხოვრობდა გადაწყვიტა მზრუნველობის გამოხატვა და ძაღლს სახლი აჩუქა. სექტემბრის დასაწყისში ნამდვილი სასწაული მოხდა. ინტერნეტ სამყაროში “ბონბონის” ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა, ასე შეიტყო ოჯახმა დაკარგული ძაღლის ადგილსამყოფელი. ძაღლი ძალიან გაახარა ოჯახთან შეხვედრამ ,თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით “ბონბონი” მზრუნველ ქალბატონთან დატოვეს,თავად კი გადაწყვიტეს საყვარელი ოთხფეხა მეგობარი ხშირად მოენახულებინათ. “ბონბონის” ისტორია ძალიან წააგავს “ჰაჩიკოს” ცხოვრებას. პატრონის გარდაცვალების შემდეგ 9 წელი სიცოცხლის ბოლომდე მიდიოდა სიბუიას სადგურზე და ელოდებოდა- ისტორიის მიხედვით 2009 წელს ფილმი “ჰაჩიკო” გადაიღეს.
მასალა მომზადებულია გერმანული გამოცემის მიხედვით.
ავტორი: ნანა თევდორაძე