საქართველოს რაგბის კავშირის იმერეთის წარმომადგენლობამ ქუთაისში, მოქმედი მედიასაშუალებებისთვის პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრაზე, იმერეთში არსებული რაგბის გუნდებისა და ამ სპორტის პოტენციალზე, პრეზენტაცია წარმოადგინა რაგბის კავშირის იმერეთის მენეჯერმა ბაქარ შვანგირაძემ.
შეხვედრა სარაგბო ბაზა “აია–არენაზე” გაიმართა. ღონისძიებას რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, ვეტერანი რაგბისტები და წარმატებული სპორტსმენები ესწრებოდნენ, რომლებმაც რეგიონში რაგბის განვითარების ხელშეწყობისთვის მედიასთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციის სურვილი გამოთქვეს.
რაგბის კავშირის იმერეთის მენეჯერმა ბაქარ შვანგირაძემ რაგბის პოპულარიზაციისა და განვითარებაზე, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით არსებულ მდგომარეობასა და მიღწევებზე ისაუბრა.
“ჩვენთვის, რაგბის კავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიასთან მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ამ მიმართულებით მუშაობის გაღრმავება. ზოგადად იმერეთის რეგიონში და პირველ რიგში ქუთაისში მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი როლი აქვს რაგბის.
ძალიან წარმატებული პროფესიონალური და ასაკობრივი კლუბები გვყავს, ჩვენი მიზანია, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ”, – აცხადებს რაგბის კავშირის იმერეთის მენეჯერი ბაქარ შვანგირაძე.