LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა – ეკატერინე ტიკარაძე

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა – ეკატერინე ტიკარაძე

დაპოსტა 2020/11/06-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პენსიონერი ექიმები აღნიშნულის მზადყოფნას გამოთქვამენ. ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე დაუკავშირდა პენსიონერ ექიმებს და მათ რესურსს სახელმწიფო აქტიურად იყენებს.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება და სპეციალური ბაზებით, რომელიც რეგულირების სააგენტოში არის, მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდან არის მზაობა, შესაბამისად, მათი რესურსი აქტიურად არის გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მან მოსახლეობასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ ყველა პარტიას მოუწოდა, არ შეუწყონ ხელი იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ამასთანავე, ბოროტად არ გამოიყენონ ექიმების გმირობა, კეთილგანწყობა და ერის სიყვარული.

„მე მინდა ვთხოვო მოსახლეობას და ვთხოვო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც დღეს არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ნუ შეუწყობენ ხელს იმ ვირუსის გავრცელებას, რომელსაც ებრძვის დღეს მთელი მსოფლიო. სოციალური დისტანცირება რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად ამ ვირუსთან ბრძოლაში და შესაბამისად, ყველა ამ მოწოდების დარღვევა არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი გმირი ექიმებისთვის, რომლებიც დღემდე იბრძვიან და დარწმუნებული ვარ, ბოლო მომენტამდე ბოლო ადამიანის სიცოცოხლის გადარჩენისთვის იბრძოლებენ და ნუ გამოვიყენებთ მათ გმირობას, კეთილგანწყობასა და ერის მიმართ სიყვარულს ბოროტად. ძალიან მნიშვნელოვნად რჩება კვლავ საზოგადოების მზაობა და გონიერება, რომელიც მათ გამოიჩინეს გაზაფხულზე, დღეს ეს გონიერება მეტად უფრო კრიტიკული და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანდაცვის სექტორისთვის, არამედ თითოეული ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადასარჩენად,“- განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

“მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ”- თბილისში აქცია მიმდინარეობს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
“მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ”- თბილისში აქცია მიმდინარეობს
მთავარი

"მიუსაფარი ცხოველების ხოცვას ვერ დააკანონებთ" - ამ შინაარსის  განცხადებები ისმის, ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. კანცელარიასთან ცხოველთა უფლებადამცველები აქციას მართავენ. დასრულდეს ცხოველების სავარაუდო წამება და გატაცებული ძაღლები დაბრუნდნენ ქუჩებში - ეს არის...

დაწვრილებითDetails

ის რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება – “თბილისი ენერჯი”ახალგაზრდა ცოლ-ქმრის გარდაცვალებაზე

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მთავარი

"ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიზეზი გაზის გაჟონვაა, სიმართლეს არ შეესაბამება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს დაუზუსტებელი ვერსიების გავრცელება არასწორია. "თბილისი ენერჯის" სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის...

დაწვრილებითDetails

ყალბი პასპორტის გამოყენებით ცდილობდა დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას- სუს

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების უცხო ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა. მაღარაძის თქმით, ბრალდებულმა, სხვა ქვეყნის მოქალაქის სახელით,...

დაწვრილებითDetails

“გარედან არავის ჩავრევთ!” – მეუფე იაკობი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით – მეუფე იაკობი
მთავარი

სინოდში ბევრი ჩამოყალიბებულია, თუ ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, გარედან არავის  ჩავრევთ - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტმა თქვა,რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ სასულიერო პირების მიერ...

დაწვრილებითDetails

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლები 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით შეძლებენ ბავშვის სასურველ სკოლაში დარეგისტრირებას

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ. რა შეეხება II...

დაწვრილებითDetails

თბილისში ორი ახალგაზრდა სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

თბილისში, ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. გარდაცვლილები არიან შაკო ბუტიკაშვილი და ელენე გადელია. „ორი ახალგაზრდა სიცოცხლე... სიტყვები უძლურია ამ ტკივილის წინაშე... ვიზიარებ...

დაწვრილებითDetails

მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
მოპარულია უფასო კვებისთვის გამოყოფილი მილიონები- „Aladashvili & co“-ს დირექტორმა დანაშაული აღიარა
მთავარი

უფასო სასადილოებიდან მოპარული ფულის საქმე - „Aladashvili & co“-ს დირექტორმა, რეზო ალადაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულებსი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ, დანაშაული აღიარა. ალადაშვილმა თქვა, რომ ხელოვნურად ზრდიდნენ ბენეფიციარების რაოდენობას, რომ მოგება მეტი ყოფილიყო. არც კვება და არც...

დაწვრილებითDetails

ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
ტყიბულში ბზის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში გამკაცრებული კონტროლის ფარგლებში სამართალდარღვევა გამოავლინა. ქალაქ ტყიბულში მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა ბზის 1000 ერთეული...

დაწვრილებითDetails

მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
მინისტრი გივი მიქანაძე საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, მინისტრმა მშობლებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა...

დაწვრილებითDetails

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ
მთავარი

4 აპრილი (22 მარტი ძვ. სტ.) მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება; ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV)...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"