NBA-ს ხუთგზის ჩემპიონის, ლეგენდარული კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს NBA-ს ქართველმა მოთამაშემ ზაზა ფაჩულია.
ზაზამ ინსტაგრამზე კობი ბრაიანტის ფოტო წარწერით გამოაქვეყნა: „ძალიან ადრე. ძალიან სამწუხაროა. ძალიან ბევრი გატეხილი გული. ძალიან ბევრი ცრემლი. მადლობა ძალიან ბევრი მოგონებისთვის“.
NBA-ს ლეგენდა კობი ბრაიანტი 26 იანვარს დაიღუპა კალიფორნიის შტატის ქალაქ კალაბასასთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. ლეგენდარულ კალათბურთელთან ერთად დაიღუპნენ მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი. ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზად უამინდობა სახელდება.
https://www.instagram.com/p/B7zAlINnQGD/?utm_source=ig_web_copy_link