აუდიო სმს გზავნილმა, რომელიც კორონა ვირუსს ეხებოდა სოციალური ქსელის ჩატში ვირუსული გავრცელება ჰპოვა და ერთგვარ პანიკის გამომწვევად იქნა მიჩნეული. როგორც გაირკვა, პაატა ბურჭულაძის ვაჟის შუქრი ბურჭულაძის ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენენ.
„განჩინების საფუძველზე მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედება, კომპიუტერში რა მასალაა, ამას ეძებენ და ვნახავთ, რასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. განჩინება არის ზოგადი, რომ კომპიუტერიდან ყველანაირი სახის ინფორმაცია უნდა ამოიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რას ითხოვენ. დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. თუ დაკავება მოხდება, მაშინ ყველაფერი მიზანმიმართულია“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძის ადვოკამა.
არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.