“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის რაიონული თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, პარტიამ ის პირები გამოავლინა, რომლებიც გუშინ, 4 აპრილს ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ცოცხებით “შეიარაღებულები” მივიდნენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი საჯარო მოხელეა, დასაქმებულია აიპებსა და სსიპებში.
“ცოცხების აქციის” მონაწილეები:
- გურამ დუაძე – ბოტანიკურ ბაღში განყოფილების უფროსი
- ანზორ დავითაძე – ბათუმში ერთ-ერთი დასახლების გამგებელი
- კობა ცინცაძე – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი
- გალაქტიონ ორმოცაძე – მერიის თანამშრომელი
- ზურაბ წულაძე – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში დასაქმებული
- გოჩა ბარამიძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი
- ზურაბ ვარშანიძე – უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი
- დათო კობახიძე – უმაღლესი საბჭოს თანამშრომელი
- გიორგი გიორგაძე – ბათუმის ავტოტრანსპორტის სამსახურის უფროსი
გიორგი კირთაძის თქმით, ეს ბათუმში აქციის ორგანიზატორების არასრული სიაა.
გუშინ 4 აპრილს, ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მმართველი გუნდის აქტივისტები ცოცხებითა და სტიკერებით მივიდნენ.