LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2019/12/25-ში
A A
171
ნახვა
გაზიარება

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი 24 დეკემბერს მედიაში გასულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას.

როგორც ცოტნე გამსახურდიას ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, თითქოს სუფრაზე წარმოქნილი კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო, რაც ბრალდებულების ვერსიაა და არა სუფრის ნეიტრალური წევრების.

„სიუჟეტში ასევე მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, რომ ცოტნე გამსახურდია, თავიდანვე აგრესიით გამოირჩეოდა ბრალდებულების მიმართ და რომ ისინი ცდილობდნენ სიტუაციის განეიტრალების მიზნით, გარიდებოდნენ ცოტნე გამსახურდიას, თუმცა იგი დაეწია მათ, რის შემდეგაც კონფლიქტი გამწვავდა. სიუჟეტში გამოყენებული იყო ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ახლა უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ცოტნე გამსახურდია დაკავებული პირების მიმართ, მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ აგრესიული.” და „ცოტნე გამსახურდია დაეწია მათ (ბრალდებულებს) და ჩვენებების მიხედვით იგი გამოირჩეოდა აგრესიით.”

საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ ეს ვერსია წარმოადგენს ბრალდებულების ვერსიას და საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ნეიტრალური სუფრის მოწმის ჩვენება, რომელიც დაადასტურებს, რომ კონფლიქტის ინიციატორი სწორედ ცოტნე გამსახურდია იყო. ჩვენთვის ასევე მიუღებელია სიუჟეტის ის ნაწილი, სადაც ასევე მტკიცებით ფორმაში ხდება მინიშნება, რომ ბრალდებულები სიტუაციის განეიტრალებას ცდილობდნენ, თუმცა ცოტნე გამსახურდიამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

მიგვაჩია, რომ ასეთი შინაარსის სიუჟეტები, არის საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და ახდენს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. ასევე ვფიქრობთ, იმ მოცემულობაში, როდესაც ცოტნე გამსახურდია იბრძვის სიცოცხლისათვის, ბრალდებულების ვერსიის უაპელაციოდ გაზიარება და ჭეშმარიტებად წარმოჩენა, არ ჯდება არც ჟურნალისტურ სტანდარტში და სცდება ელემენტარულ მორალურ საზღვრებს.

მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, მაქსიმალურად ობიექტურად მოახდინონ თემის გაშუქება და ნებსით თუ უნებლიედ ნუ შეუწყობენ ხელს ცოტნე გამსახურდიას დისკრედიტაციას. მით უფრო მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც მისი პოზიციის დაფიქსირება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ვიდრე ცოტნე გამსახურდია თავად არ გააკეთებს განმარტებებს ან არ იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, არ გამოვრიცხავთ არც ერთ ვერსიას, მათ შორის არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არც მის მიმართ განხორციელებულ, წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციას. თუმცა ამავე დროს, არ გვსურს თემით სპეკულაცია და ველოდებით ცოტნე გამსახურდიას გამოჯანმრთელებას.

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას საზოგადოებას და მედიის საშუალებებს გამოჩენილი თანაგრძნობისა და ყურადღებისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ მომავალში მსგავსი გაუგებრობა თავიდან იქნება აცილებული,“ – ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეგები: დანაშაულიდაჭრაცოტნე გამსახურდია
გაზიარება71

დაკავშირებული -პოსტები

“ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
“ფეხი ჩაჰყვა და ვეღარ გადაასწრო მატარებელს – რას ამბობენ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის გოგოზე
მთავარი

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და...

დაწვრილებითDetails

მზარდი სამოხელეო დანაშაულები – სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 1 550%-ით გაიზარდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
750 ათას ლარამდე სესხის აღებას მოქალაქეები მხოლოდ ლარში შეძლებენ
მთავარი

სახელმწიფო უწყებებში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მეორე კვარტალში ზრდამ თითქმის 67% შეადგინა. კერძოდ, წელს აპრილი-ივნისის პერიოდში გამოვლენილია სამოხელეო დანაშაულის 187 ფაქტი, წინა წლის...

დაწვრილებითDetails

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – რას სთავაზობს “ქართულ ოცნებას” ბჟანიას ოპოზიცია
მთავარი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია „სოლიდუსმა“ შეიტანა. ინფორმაცია კომპანიის მფლობელმა გიორგი არველაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ დაადასტურა. არველაძის თქმით, საუბარია დაახლოებით 300 ტონა საწვავზე (და არა 3 ათასზე), რომელიც მისმა კომპანიამ, ენგურის ხიდის...

დაწვრილებითDetails

მთავრობა მუნიციპალიტეტებისთვის 77 ავტობუსს ყიდულობს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
დედაქალაქში დამატებით 25 ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს
ეკონომიკა

ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 77 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32 055 639 ლარს შეადგენს, წინადადებების მიღება კი 18 აგვისტოს იწყება და 19 აგვისტოს სრულდება. შესყიდვის...

დაწვრილებითDetails

„გლოვოს“ კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე...

დაწვრილებითDetails

“ფუდ გალერის“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
“ფუდ გალერის“ მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
მთავარი

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს განცხადებით, შპს ფუდ გალერი ჯორჯიას  მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დაუდგინეს. სააგენტოს ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრე მომსახურების გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნებას არაგონივრული ვადით აგვიანებდა....

დაწვრილებითDetails

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა
მთავარი

ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია  გადადგა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის...

დაწვრილებითDetails

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა.   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.   1992 წლის 14...

დაწვრილებითDetails

კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
კოშმარი დატრიალდა, კრაზანები შემოესივნენ – ვინ გადაარჩინა ქალი მარტვილში
მთავარი

,,დღეს მარტვილის რაიონში, სადაც დედაჩემი სრულიად მარტო იმყოფებოდა, ნამდვილი კოშმარი დატრიალდა... სახლშიც და ეზოშიც უზარმაზარი, სასიკვდილოდ საშიში კრაზანების ბუდეები შემოესივნენ. ქალი ფაქტობრივად ალყაში მოექცა. ​შოკში მყოფმა, დავიწყე რეკვა ყველგან, სადაც...

დაწვრილებითDetails

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 14, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი   აქტიური და ენერგიული დღე გელოდებათ. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმე ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო  ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"