ცოტნე გამსახურდია სხვა, უფრო დაცულ სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაიყვანეს, ამის შესახებ ცოტნეს ძმა გიორგი ტვიტერზე წერს და მადლობას უხდის ყველას ვინც ცოტნეს გამოჯანმრთელების პროცესში ჩაერთო: ,,ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვა,ახალ,სარეაბილიტაციო ფაზაში გადავიდა. მცირე ხნის უკან, თურქეთის ერთერთ საუკეთესო დაცულ სარეაბილიტაციო კლინიკაში მოხდა მისი გადაყვანა. მადლობა კიდევ ერთხელ ყველა პროცესში მონაწილეს #საქართველოსმთავრობა #ფონდიქართუ #ჯანდაცვა“-წერს ტვიტერზე გიორგი გამსახურდია
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ – ამ ლოზუნგით ევროპარლამენტის წევრებმა ევროპარლამენტში აქცია გამართეს
„თავისუფლება მზია ამაღლობელს!" - ამ ლოზუნგით ევროპარლამენტში ევროპარლამენტარების აქცია გაიმართა. „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორთან, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი იყო. ევროპარლამენტარებს ადგილზე საქართველო დროშა ჰქონდათ მიტანილი და პლაკატები წარწერით:...