LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ცოლის მძიმე ისტორია, რომელის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა

ცოლის მძიმე ისტორია, რომელის მეუღლეც ტრაგიკულად დაიღუპა

დაპოსტა 2021/06/20-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ერთი თვის წინ, ლილოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 37 წლის მამაკაცი შეეწირა. სოსო უსტიაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიამ ოჯახი საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, თუმცა არც სოსოს გარდაცვალებამდე ყოფილან დალხენილები. მისი ქვრივი, ირმა შამათავა ახლა, რუსთავის გზატკეცილზე, ტყეში ნათხოვარ სახლში მძიმედ ავადმყოფ დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ნათხოვარ სახლში იმიტომ, რომ სოსოს მშობლიური სახლი კახეთში მისი ოჯახის წევრის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაუხდელ იპოთეკურ ვალში დაიტოვა. ამ ტრაგედიის შემდეგ კი, საფინანსო ორგანიზაცია ოჯახს 57 000 ლარის ნაცვლად საცხოვრებლის დაბრუნების სანაცვლოდ 40 000 ლარს სთხოვს, 36 წლის უმუშევარ ირმას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

ტრაგედია, რომელმაც მისი მეუღლე იმსხვერპლა ოჯახის ისტორიაში საბედისწერო დღედ დარჩა. წყვილი ბედნიერი მხოლოდ 3 საათი იყო, როცა სოსომ სამსახური იშოვა და უკან ბრუნდებოდა, თუმცა სამუშაოდად ის ნათხოვარ სახლში მიასვენეს. 15 მაისიდან დღემდე ირმა ტყეში მარტოა, პურის მაღაზიამდე რომ გავიდეს გზაში 2-3 საათი სჭირდება. ფაქტობრივად, იქ ცხოვრება შეუძლებელია, პატარა გოგო 7თვისაა, უფროსი ბიჭი კი – 1,5 წლის.

ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა მესიჯი მიიღო, ქალი გინეკოლოგს ეძებდა. უკიდურესი სიდუხჭირის გამო აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზაციის წყალობით, პატარა მარიამი დაიბადა, ის მამის პანაშიდზე მონათლეს.

ირმა საკვებით დახმარებაზე უარს ამბობდა, არც ფულს ითხოვდა. ითხოვდა ნერგებს, ბოსტნეულის თესლს, შინაურ ფრინველსა და ცხოველებს.

ამ მძიმე ისტორიაზე “პრაიმტაიმი” საქველმოქმედო ფონდ “ერთობა საქართველოსთვის” დამფუძნებელს მაკა ხეცურიანს ესაუბრა. ის ოჯახის დახმარებისკენ ბიზნეს წარმომადგენლებს მოუწოდებს.

“როცა სოსო და ირმა გავიცანი, თურქეთიდან ახალი ჩამოსულები იყვნენ, ისინი იქ ღორის ფერმაში მუშაობდნენ. იქიდან დაადეპორტეს და როცა საქართველოში ჩამოვიდნენ, მალევე კახეთში, სოსოს მშობლიური სახლი მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ იპოთეკური სესხის გამო წაართვა. ასე დარჩნენ ღია ცის ქვეშ.

მერე დახმარების მიზნით, ჩემს ორგანიზაციას მომართა და დავიწყეთ ამ ოჯახზე ზრუნვა. დავეხმარეთ და ფეხზე დადგნენ. ეს ოჯახი უნიკალური იყო იმით, რომ არ ითხოვდნენ ფულს, მათი მოკრძალებული სურვილი ნერგები, მცენარის თესლი, შინაური ცხოველები და ფრინველბი იყო, ოჯახს თავიანთი ნაშრომით კვებავდნენ. დიდ გაჭირვებაში იყვნენ, ერთ-ერთმა ქალბატონმა ოჯახს სახლი რუსთავის გზატკეცილზე სააგარაკე ზონაში, ტყეში ათხოვა, რომელსაც დიდი ეზო აქვს, და იქ რგავდნენ ნარგავებს. მაშინ მხოლოდ ბიჭი ჰყავდათ, ის ახლა 1,5 წლისაა.

ორსულად რომ იყო გინეკოლოგის კოორდინატები მთხოვა და გამიმხილა, აბორტი უნდა გავიკეთო, პატარას შიმშილისთვის ვერ გავიმეტებო. დავირაზმეთ მის დასახმარებლად და 7 თვის წინ გაჩნდა მარიამი. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სოსოს, მასაც დავეხმარეთ ოპერაციის გაკეთებაში და ფეხზე წამოდგა. სწორედ ეს გახდა ჩემი ტანჯვის მიზეზი, ვფიქრობ ხოლმე, მკურნალობაში რომ არ დავხმარებოდი, ახლა ცოცხალი იქნებოდა-მეთქი…

როგორც გამოჯანმრთელდა, მუშაობა დაიწყო, ერთი რეგიონიდან მეორეში ხილი გადაჰქონდა. პირველივე სამუშაოდ დღეს 18:00 საათზე სულ სხვანაირმა ირმამ დამირეკა, სოსო სამუშაოდაა, ამიერიდან არავის დახმარება არ დაგვჭირდება, ოჯახს თვითონ მივხედავთო, გახარებულმა გამიმხილა. ზუსტად 3 საათში კი, ირმას ხანმოკლე სიხარული დასრულდა, სოსოსთან ერთად ვინც იჯდა მანქანაში, ის უვნებლად გადარჩა, მათთან სახლში მივიდა და უთხრა, სოსო აღარ არისო…

სოსოს გვამი სრულად დანაწევრებული იყო, იმდენად, რომ გაკვეთა არ მომხდარა. საზარელი ამბავი დაატყდათ თავს…

იმ დღიდან საშინელება ტრიალებს, სოსოს ცოლ-შვილის გარდა, ავადმყოფი დედა დარჩა. ირმას ტყეში მარტოს ძალიან უჭირს ყოფნა, დასახლებულ პუნქტამდე, მაღაზიამდე რომ ჩავიდეს, მთელი დღე სჭირდება. წნევები აწუხებს, ახლა ამ ინტერვიუს ირმა უნდა გაძლევდეთ, მაგრამ დღესაც სასწრაფო ჰყავდა. დამამშვიდებლებს არ სვამს, მაძინებს და პატარებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებო, ამბობს.

იმისთვის, რომ ორმა პატარამ მამა-პაპისეული სახლი დაიბრუნონ, 40 000 ლარი სჭირდება, რომლის გადახდა ირმასთვის წარმოუდგენელია. დავიწყებდი კამპანიას ამ სახლის გამოსახსნელად, მაგრამ არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სამოქალაქო საზოგადოებას ფული აღარ აქვს და მათშიც პრობლემები დღითიდღე მატულობს. თუ რომელიმე კომპანია გამოჩნდება ვინც ამ დიდ საქმეს გააკეთებს, ამით ორ ობოლს მამის მშობლიურ სახლს აჩუქებს და თანაც, ის სოსოს გამო ნამდვილად არ დაკარგულა…” – ამბობს მაკა ხეცურიანი.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.   კურო მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან, მშვიდი...

დაწვრილებითDetails

ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა

by მეგა TV
ივნისი 30, 2025
0
ვანში სულორიჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა
მთავარი

ვანი მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობის პროექტი გაუქმდა. შესაბამისი ბრძანება გარემოს დაცვის დეპარტამრნტის საიზე გამოქვეყნდა. „ვანის მუწიციპალიტეტში შპს „ბ. პ. ჰესის“ 4.8 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის -...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
გარდაიცვალა გია ფერაძის ვაჟი
მთავარი

გია ფერაძის უფროსი ვაჟი, ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.

დაწვრილებითDetails

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"